თბილისის ტური

თბილისის ტური მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ძველი თბილისი 
ქალაქის ღირსშესანიშნაობათა უმეტესი ნაწილი ძველ თბილისშია თავმოყრილი. ქალაქის ეს ნაწილი ცნობილია გოგირდის აბანოებით. ახლოსმდებარე შარდენის ქუჩაზე კი უამრავ პოპულარულ რესტორანს, ღია კაფე-ბარს, ღამის კლუბსა და გალერეას აღმოაჩენთ. 

ნარიყალა 
ნარიყალას ციხესიმაგრე ძველი თბილისის ყველა კუთხიდან ჩანს. ციხესიმაგრე მე-4 საუკუნეში თავდაცვის მიზნით აიგო. 

რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი
რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნიდან იწყება. დაახლოებით 1,5 კილომეტრის გამზირი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც ბევრი სამთავრობო, კულტურული და ბიზნეს შენობაა განთავსებული. 

ფუნიკულიორი 
თბილისის ფუნუკულიორამდე საბაგირო გზა მიგიყვანთ, რომელიც მსოფლიოში არსებული საბაგირო გზების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. საბაგიროს მთაწმინდის პარკამდე მიჰყავხართ, რომელიც მთელს ქალაქს გადმოჰყურებს. 

მშრალი ხიდი” 
მშრალი ხიდი ცნობილია მეორადი, ძველებური ნივთების ბაზრობით, სადაც ასევე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ანტიკვარები და შეიძინოთ ფერწერული ნამუშევრები. 

გაბრიაძის თეატრი 
1981 წელს დაარსებული თეატრი საქართველოში თოჯინების პირველი თეატრი იყო. შენობის თავზე აღმართულია ულამაზესი საათის კოშკი, რომელიც დღეში ერთხელ, 12 საათზე პერფორმანსს სთავაზობს გამვლელებს. 

სამების წმინდა ტაძარი 
სამების წმინდა ტაძარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი აღმოსავლური მართლმადიდებლური კათედრალია. ტაძრის ეზოში ულამაზესი ბაღებია

ფასები განიხილება ინდივიდუალურად

გააზიარეთ

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin

მსგავსი ტურები