კოლხეთის ეროვნული პარკი-ბათუმი

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.

ბათუმი, ესაა ქაქალაქი სადაც ერთმანეთს ერწყმის თანამედროვე და უძველესი არქიტექტურა.ეს არის ორიგინალური ქანდაკებების ქალაქი: სიყვარულის ძეგლი – ალი და ნინო ერწყმი ერთმანეთს ყოველ 10 წუთში. კოლხი მედეას ქანდაკება ახსენებს ქალაქის დამთვალიერებლებს, რომ ესაა ქვეყანა, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა კოლხეთის სამეფო, რომელსაც მართავდა მეფე აიეტი, ოქროს საწმისის მფლობელი.

ქუჩებში სეირნობისას თქვენ შეგხვდებათ საქართველო სმართლმადიდებლური, სომხური და კათოლიკური ეკლესიები და ებრაული სინაგოგები და მეჩეთები. მომღერალი ფანტანები, უმაგრესი ღამისკლუბები, დელფინარიუმი, საბავშვო ატრაქციონები, ლამაზი ბულვარი ხდის ქალაქს დაუვიწყარს.

ბათუმის მთელი დღის ტური არის ქალაქის თითქმის ყველამნიშვნელოვან იღირსშესანიშნაობის ნაკრები. დაათვალიერებთ ბათუმის ძველ და ახალ ქუჩებს, გაეცნობით ქალაქის ისტორიას, ეწვევით მუზეუმებს,  გაისერნებთ ნავსადგურსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ისიამოვნებთ შავი ზღვისპირა ქალაქი სულამაზესი ხედებით.

ასევე თქვენ ეწვევით:  გონიო-აფსაროსის ციხეს, ბათუმის ძველ და ახალბულვარს, წმ. ბარბარეს ეკლესიას, მოცეკვავე და მომღერალ ფანტანებს, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარს, პიაცას მოედანს, წმ. ნიკოლოზის ეკლესიას, მედეას ქანდაკებას,ბათუმის პორტს, ანბანის კოშკს.

ფასები განიხილება ინდივიდუალურად

გააზიარეთ

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin

მსგავსი ტურები